“Book Descriptions: „თან საკითხავის“ სერიით გამოცემული როსტომ ჩხეიძის მხატვრულდოკუმენტური წიგნი შეთქმულთა რაზმის „სამანის“ შესახებ ამბებს აერთიანებს. 1941 წელს, თბილისში დაარსდა არალეგალური სამხედრო-მეამბოხური ორგანიზაცია, რომელიც ახლადგაჩაღებული მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში, გერმანიის ჯარებთან ერთად, საქართველოს საბჭოთა რეჟიმისგან გამოხსნას ისახავდნენ მიზნად. 1942 წლიდან, საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა ორგანიზაციის 33 წევრი, დანარჩენების დევნა კი თითქმის ერთი წელი გაგრძელდა.
„სამანი“ აბრევიატურაა და ასე იშიფრება – საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაცია (ახალგაზრდა ნაციონალსოციალისტები). სამანელებმა თუშეთის მთებს შეაფარეს თავი და თავისუფლებისთვის ბრძოლაც იქიდან გააჩაღეს. „სამანის“ ერთ-ერთი მეთაური იყო პოეტი ადამ ბობღიაშვილი. კრებულში, „სამანელთა“ ისტორიასთან ერთად, ადამ ბობღიაშვილის (ფსევდონიმით ადამ ალვანელი) შემოქმედებითი თავგადასავალიცაა მოთხრობილი, რომელიც ელვარე ნიჭიერებით და თავგანწირვით, მისივე ტრაგიკული ბედის ორგანული ნაწილია...” DRIVE