“Book Descriptions: საბჭოთა რეჟიმის პირობებში ქართული ენის დასაცავად დაწყებული პროტესტი: ცეკაში გაგზავნილი წერილები, სტუდენტების შედგენილი პეტიცია და ასობით შეგროვებული ხელმოწერა, მეცნიერთა და მწერალთა თამამი გამოსვლები, თეთრ მაისურებზე ტუჩსაცხით გამოყვანილი „აი ია“, სკოლის ფანჯრებიდან გაპარული მოსწავლეები, მოტეხილი ფეხით აქციაზე და სისხლით დაწერილი „დედა ენა“, სიცოცხლის რისკის ფასად გამართული დემონსტრაცია, ტანკებით სავსე თბილისი და ქორწინებით დაგვირგვინებული 14 აპრილი...
კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიას გაეცნობა მკითხველი ამ წიგნში, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს აცოცხლებს. პროტესტის მონაწილეთა 78 ამბავში ერთი შეხედვით სტიქიური სტუდენტური ამბოხია აღწერილი, რომელსაც ეპოქალურ მოვლენათა მთელი ჯაჭვი მოჰყვა – სწორედ 14 აპრილით დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის ათვლა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.” DRIVE