“Book Descriptions: ქართულმა მწერლობამ სულ რამდენიმე პიროვნება იცის, რომელნიც მხოლოდ სახელით დამკვიდრდნენ ჩვენს ცნობიერებაში. რჩეულთა ამ რიცხვს მიეკუთვნება გოგლაც – „ქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლული პოეტი“ (მიხეილ ჯავახიშვილი).
პოეზიის გზა გიორგი ლეონიძეს ვაჟა-ფშაველამ დაულოცა. ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ XX საუკუნის ქართველ პოეტთაგან იგი თითქმის ერთადერთია, ვინც მოდერნიზმის სკოლა გაიარა, მაგრამ პრინციპულად უერთგულა ეროვნულ ტრადიციას და ქართული „მუხლადი სიტყვის“ ენერგიას.
მწერლის ჩანაწერებისა და თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით მომზადებულ ამბებში ჩვენ თვალწინ ინაკვთება უნიკალური პიროვნება, სიცოცხლესა და მამულზე უსაზღვროდ შეყვარებული, სტიქიური ტემპერამენტის პოეტი, ვინც სისხლიან ეპოქაშიც სასწაულებრივად შეინარჩუნა სიკეთის, მშვენიერების, ერთგულების გრძნობა და ერის უკვდავების რწმენა.” DRIVE