“Book Descriptions: დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა რუსეთში, ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება და დაკრძალვა საპროტესტო მანიფესტაციაში გადაიზარდა. "იმ მოხუცის წყალობით, მთაწმინდაზე რომ მიწას აბარია, გამოვერკვიეთ ძილისა და ბურანისაგან..." (არჩილ ჯორჯაძე). "ძილისა და ბურანისაგან" გამორკვევიდან 131 წელია გასული. ამითაა განსაზღვრული წიგნში შესულ "ამბავთა" რაოდენობა. ისინი მემუარებიდან არის ამოკრებილი. მოგონებათა ავტორები (ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ექ. თაყაიშვილი, ვ. გუნია...) წარმოაჩენენ დ. ყიფიანს როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე, ისე ყოველდღიურობაში. "ამბები" დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს თვალი გაადევნოს დ. ყიფიანის ცხოვრებას ბავშვობიდან მოწამებრივ აღსასრულამდე.
შეადგინა თამაზ ჯოლოგუამ.
"თან საკითხავი" 20 სერიის მთავარი რედაქტორი: ბუბა კუდავა
დამკაბადონებელი: ვლადიმერ პერანიძე გარეკანის დიზაინერი: ილია ხელაია” DRIVE