“Book Descriptions: ქეთი ნიჟარაძის 1987 წელს გამოცემული სადებიუტო რომანი, „ავტოპორტრეტი“, ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში ქალის უნიკალურ ხმად, პერსპექტივად თუ მგრძნობელობად რჩება. „ავტოპორტრეტმა“ თავის დროზე მკითხველზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ამ მწერალმა, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში, ვერ მოასწრო დამკვიდრება ქართულ ლიტერატურულ კანონში და თითქოს თაობებს შორისაც ჩაიკარგა.
„ავტოპორტრეტის“ გარდა, ჩვენი კრებული მოიცავს მის კიდევ ერთ, დაუმთავრებელ რომანს და რამდენიმე მოთხრობას - ქეთი ნიჟარაძის ტექსტებს, რომელთა სახითაც ქართული ლიტერატურის დამკვიდრებულ ტრადიციაში გაიელვა ქალის პიროვნულმა განცდამ, ინდივიდუალურმა ამბოხმა პატრიარქალური წესრიგის წინააღმდეგ, ქალის სხეულმა, ეროტიკულმა სურვილმა თუ სიამოვნებამ.” DRIVE