“Book Descriptions: დებიუტანტი ავტორის თამარ სუბელიანის „მდინარეს თევზები შეჭამენ“ პოსტმოდერნული ნაწარმოებია, სადაც მოქმედება რამდენიმე სიუჟეტურ ხაზად ვითარდება თანამედროვე დროში. წიგნის მთავარი პერსონაჟი, მიწისა, წარუმატებელი მწერალია, რომელიც რომანის დაწერას ცდილობს. ნაწარმოების დასაწყისში მთავარი მოქმედი პირის ცხოვრება და შემოქმედება გამიჯნულია ერთმანეთისგან. მიწისას ცხოვრება დანახულია და წარმოჩენილია რამდენიმე პერსპექტივიდან: შიგნიდან (მიწისა თავისი წარსულის შესახებ პირველ პირში მოუთხრობს მკითხველს) და გარედან (მიწისა შესახებ ყოველისმცოდნე ავტორი წერს); ამასთანავე, მიწისა წერილებს უგზავნის საყვარელ კაცს, რითაც უარყოფს ყოველ სხვა მკითხველს, გარდა ერთისა. თანდათან მიწისას ბიოგრაფიასა და რომანს შორის ზღვარი იშლება. მიწისას გამოგონილი პერსონაჟები და სიუჟეტები ცოცხლდებიან. თბილისი გარდაიქმნება გაზღაპრებულ თბილისად, სადაც ადამიანების ბავშვობები მათგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ მუზეუმში.” DRIVE