“Book Descriptions: საყვარელო გურია! შენი ნახვა მწყურია, შენს კალთაში მიმიღე, სიტყვა გითხრა ძმურია. შენზე შეყვარებულსა, გულში არ მაქვს შურია, როგორ გაჩნდი ამ ქვეყნად, ასე უცნაურია?
ვლასა მგელაძის ამ ლექსს სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. ბავშვობაში, როცა მატარებლით გურიაში მივემგზავრებოდით, დილაუთენია მამაჩემი კუპედან გადიოდა, სარკმელს ჩამოსწევდა და ისე ხარბად უცქერდა გურიის სანახებს, თითქოს პირველად ხედავდა. რომ წამოვიზარდე, ამ დიდებული კუთხისადმი ეს სიყვარული მეც გადამედო.
წიგნში მოთხრობილია ნაირგვარი ამბები გურულების ყოფასა და ზნე-ჩვეულებებზე. იმედია, მკითხველი ინტერესით გაეცნობა ბევრ ახალ და უცნობ ინფორმაციას საქართველოს ამ გამორჩეული კუთხისა და მისი მცხოვრებლების შესახებ.” DRIVE