“Book Descriptions: 1923 წლის დეკემბერის ერთ დღეს მიხეილ ჯავახიშვილმა დაწერა მოთხრობა „ტყის კაცი“, სადაც გააცოცხლა იფნიანის უზარმაზარი ტყე. ეს თემა დიდი ხანია აწვალებდა. ერთ დღეს პაოლო იაშვილმა უამბო საოცარი ამბავი, რომელიც შემდგომ ამ მოთხრობას საფუძვლად დაუდო. უმალ გაუცოცხლდა თვალწინ იფნიანის ტყე და პავლეს ტრაგედია, რომელიც მისთვის ასე ნაცნობი იყო. კრიტიკოსები თვლიან, რომ მწერალმა პავლეს სახით ნაწილობრივ, თავისი მამა, საბა გამოიყვანა. მოთხრობას მისი სულიერი ტრაგედია ჩააქსოვა, ცოლის დაკარგვით განცდილი. მწერლის ცხოვრების თვალის ერთი გადავლებით იგრძნობა ეს მსგავსება. მას არც შეეძლო, სადღაც, გაკვრით მაინც არ აღენიშნა თავისი მამის განცდები, ოჯახის დანგრევით გამოწვეული. „ტყის კაცში„ ჩვენ საბასა და პავლეს მსგავსება აშკარად თვალნათელია და ჩანს, რომ მწერალმა თავისი მამის ტრაგედია დაასურათა, დანარჩენი კი მოთხრობაში მისი ფანტაზიის ნაყოფია.” DRIVE