“Book Descriptions: "მე გაგაცნობთ მას, ნამდვილ, ცოცხალ ბიძია სევას, უცნაურ კაცს, რომელსაც უყვარს თეთრი ბლის კომპოტი, ბევრი სიცილი და პატარა ბავშვები"... ბიძია სევას უმცროსი მეგობარი, რვა წლის ცოტნე, სასაცილო და საოცარ ამბებს გვპირდება. მაინც ვინ იყო ბიძია სევა?! – არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა. ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ–ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორც ამ წიგნშია. დაუჯერე პატარა ცოტნეს, წაიკითხე მათი მეგობრობის მხიარული ისტორია, გაიცანი ბიძია სევა და არ ინანებ – ისევე გულიანად იცინებ, როგორც ცოტნე, მისი უმცროსი ძმა პაატა და მათი მშობლები იცინოდნენ.” DRIVE