“Book Descriptions: რევაზ გაჩეჩილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიული განყოფილება და საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის ასპირანტურა. არის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) უცხოელი წევრი. ადრე გამოქვეყნებული შრომებისათვის მიენიჭა მეცნიერებათა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო და გეოგრაფიის დარგში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიები. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი: მუშაობდა ელჩად ისრაელსა და სომხეთის რესპუბლიკაში.“საქართველო მსოფლიო კონტექსტში: XX და XXI საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები” წარმოადგენს 2008-2011 წლებში ავტორის მიერ გამოცემული ორტომეულის “ჩემი მეოცე საუკუნე: წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში” საგრძნობლად გადამუშავებულ და ერთგვარად შეკუმშულ ვარიანტს. ამავე დროს, წინამდებარე წიგნის ქრონოლოგიური ჩარჩო გაფართოებულია და XXI საუკუნის დასაწყისსაც მოიცავს. საქართველო განხილულია მსოფლიო გეოპოლიტიკის, პოლიტიკური და სოციალური ისტორიისა და გეოგრაფიის ფონზე.წიგნი განკუთვნილია ფართო მკითხველისათვის.” DRIVE