“Book Descriptions: კრებულში „კონკიას ღამე“ შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა - „სიტყვა და წიგნი“, „მაყვლიანი“, „საოჯახო ქრონიკა“, „ხანმოკლე შვებულება“, „დაპატიჟება კინოში“, „კონკიას ღამე“, „მატარებლები გვირაბში შედიან“, „განსხვავებული კალიბრის ვაზნა“ და „გლობალიზაცია“. ჟანრულად და ფორმის თვალსაზრისით კრებული ძალზე მრავალფეროვანია. მას წინ უძღვის ესე ზეპირი სიტყვისა და დაწერილი წიგნის შესახებ. ავტორი ესეში ბევრ რამეს ეხება, ჰომეროსიდან დაწყებული „ვეფხისტყაოსნით“ დამთავრებული. „მაყვლოვანი“ მოგვითხრობს უძველეს ლათინურ ხელნაწერზე, რომელიც საბოლოოდ ლიტერატურული უცნაურობა აღმოჩნდება. თანამედროვე ქართული ეპისტოლარული პროზის შესანიშნავი ნიმუშია „საოჯახო ქრონიკა“. მისი გმირები - ერთი ოჯახის წევრები - ერთმანეთს წერილებით ესაუბრებიან. აქ ავტორი ადამიანის სულის სიღრმეებს სწვდება. სხვა მოთხრობებში მოქმედება ხდება საქართველოში განვითარებული ისტორიული და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე. გმირები ძირითადად ჩვენი თანამედროვეები არიან. ავტორი დიდი ფსიქოლოგიური სიზუსტით ხატავს მათ პორტრეტებს. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მოთხრობა „გლობალიზაცია“. მთავარი გმირია მოხუცი ქართველი გლეხი. იგი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების ამბავს, რომელიც წარიმართა საქართველოში განვითარებული ისტორიული მოვლენების ფონზე - საქართველოს გასაბჭოებიდან 90-იანი წლების ჩათვლით - და მთლიანად ამ მოვლენებთანაა გადაჯაჭვული.” DRIVE